Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

22 სექტემბერს მსოფლიოში 'დღე მანქანის გარეშე' აღინიშნება

თარიღი : 22-09-2016, 00:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
22 სექტემბერს მსოფლიოში აღინიშნება „დღე მანქანის გარეშე“. სოციალური ჯგუფი „გული თბილისისათვის“ მოუწოდებს თბილისელებს, შეუერთდნენ ამ დღეს, დატოვონ საკუთარი ავტომობილები სახლში და იარონ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

”წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება - მას 51 ქვეყანა და 2395 ქალაქი უერთდება. „დღე მანქანის გარეშე - თბილისი“ ევროკომისიის ინიციატივის მიერ რეგისტრირებულ პირველი აქციაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. თბილისში ამ დღის აღნიშვნით ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, ქალაქის განვითარების თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის გაძლიერებას და საჭირო რეფორმების გასატარებლად პოლიტიკური ნების ფორმირებას. მოვუწოდებთ თბილისელებს, საჯარო, არასამთავრობო და კერძო უწყებებს, შემოგვიერთდნენ ხვალ, 22 სექტემბერს”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

”მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, რაც ჩვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

წყარო: ipn


ნანახია: 2275-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
სინოტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
როგორც ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, პლანეტის 10-დან 9 მცხოვრები ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების
24-25 სექტემბერს, მაღალმთაში თოვლი ან თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

ამინდი