არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებს
თარიღი : 20-11-2013, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია პარტიული ნიშნით არის დაკომპლექტებული და ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო სოლიდარობის“ წარმომადგენლის ფიქრია ბერაძის თქმით, მუდმივმოქმედმა კომისიამ მეორე ეტაპზე ის პირები გადაიყვანეს, ვინც თავად უნდოდათ.
„20 აგვისტოს, როცა გამოცხადდა კონკურსი, შევიტანეთ განაცხადები. საჭირო სოკუმენტაციაშო ეწერა cv და ავტობიორგაფია, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ერთიდაიგივე და ამიტომ ავტობიოგრაფიის ნაცვლად წარმოვადგინეთ cv, რის გამოც მოგვხსნეს კონკურსიდან. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ უნდობლობას ვუცხადებით ამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და მოვითხოვთ უფლებამოსილება შეუჩერდეს კომისიის თავმჯდომარეს,“- ამბობს ბერაძე.