Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' მხარდაჭერის სანაცვლოდ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდებიან'

თარიღი : 21-09-2016, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
პაატა ბურჭულაძე-„სახელმწიფო ხალხისთვის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე იმერეთის რეგიონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს. ჩიხლაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის მასიურად გამოყენების პრაქტიკა ისევ გრძელდება.

„სამწუხაროდ ადგილობრივ თვითმმართველობასა და ააიპებში დასაქმებული ადამიანები ისევ იღებენ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრებზე დასწრების დავალებებს. გასაგები მიზეზების გამო ამის შესახებ ღიად თავად ვერ საუბრობენ, თუმცა დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მათი ნახვა ,,ქართული ოცნების“ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე.

როცა ვსაუბრობთ წინასაარჩევნო გარემოზე, არ შეიძლება არ შევეხოთ ზეწოლის ფაქტებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ,,პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებზე ზეწოლის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით იმ საარჩევნო ოლქებში ვლინდება, სადაც ჩვენი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს მმართველი გუნდი ყველაზე ძლიერ კონკურენტად აღიქვამს. მაგალითად ხონისა და ვანის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. ზაფხულში მედიის ყურადღების ცენტრში სწორედ ვანის რაიონი მოექცა, როცა ჩვენს მხარდამჭერს სოსო ჩიტორელის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თვალწინ მიაყენეს.

ხონის მუნიციპალიტეტში ხშირია ზეწოლის ფაქტები ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებზე, ზონისა და შტაბის ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებზე, მათ იბარებენ, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში აკითხავენ, თხოვენ დატოვონ მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ და ,,ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლონ. მათი ნაწილი ზეწოლას ვერ უძლებს და ჩვენი რიგების დატოვებიდან რამდენიმე საათში მმართველი პარტიის წევრები ხდებიან.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენს მხარდამჭერ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აკითხავენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები და დახმარების მოხსნით ემუქრებიან, მათ კი ვისაც არ აქვს ეს სტატუსი, პირდებიან, რომ ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარებას დაუნიშნავენ. სწორედ ამ პრობლემას აღმოფხვრის ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 4 წლიან გარანტირებულ დახმარებას პირდება, რასაც ამ დროის განმავლობაში მათ ვერავინ მოუხსნის და პოლიტიკურ ძალებს ამ საკითხით მანიპულირების გზას მოუჭრის.

აღნიშნული ფაქტების შესახებ არა ერთხელ გვისაუბრია, მსგავსი ფაქტები გასაჯაროვდა ,,პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერების მიერ. კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია პირადად მივაწოდე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. როგორც მათ ჩემთან საუბრისას აღნიშნეს თითოეულ საკითხს შეისწავლიან, მიმდინარე საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს სპეციალურად ამ მისიით ჩამოსული 300-მდე კოორდინატორი დააკვირდება," - აცხადებს კობა ჩიხლაძე.


ნანახია: 3008-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრალდებებთან დაკავშირებით Topnews.com.ge კომენტარისათვის ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოიებასთან ურთიერთობის სამსახურს
'პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 47-ე საარჩევნო ოლქში ამირან ხვადაგიანი საფიჩხიის
'პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის' ქუთაისის ახალაგზრდული მიმართულების წევრები შესაბამის სამსახურებს საკითხის დროულად
პაატა ბურჭულაძე 'სახელმწიფო ხალხისთვის' წყალტუბოს რაიონული ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაციას პარტიის წევრები ადასტურებენ.
კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა უკვე ამოწურულია

ამინდი