Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ელექტრონული და ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის წყალტუბოში მწვანე ფესტივალი" გაიმართება

თარიღი : 21-09-2016, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ღონისძიება 25 - 26 სექტემბერს ჩატარდება, რომლის მიზანსაც ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციით, მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.

"მწვანე ფესტივალი" ცაგერიდან, ,,მწვანე თეატრიდან" დაიწყო და ამჯერად წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები იმღერებენ (რობი კუხიანიძე, ფრანი – გაგა ჩიხლაძე, ლაშა დადეშქელიანი და ჯგუფი SILVERSIDE, Band E Roll, DJ ZAPA). საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება.

ღონისძიების მხარდამჭერია წყალტუბოს განვითარების ფონდი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბარ - რესტორანი "პალატი" და "პრო მოციონ ჯორჯია".

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

,,როგორც დავაანონსეთ, ცაგერის შემდეგ, ფესტივალს წყალტუბოში ვმართავთ. გპირდებით, დაუვიწყარ და ძალიან მაგარ საღამოებს. გელოდებით ყველას, ვისაც გემოვნებიანი მუსიკა და გართობა გიყვართ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შემდეგი ფესტივალის თაობაზე, თუმცა თუ სად და როდის გაიმართება ფესტივალი, ამას სიურპრიზად დავტოვებ," - აღნიშნა ფეატივალის ორგანიზატორმა ზურაბ ფანჯარაძემ.


ნანახია: 1704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს ელექტრონული მუსიკის საღამოზე, რომელიც 21:00 საათზე გაიხსნება, მსურველებს დასწრება უფასოდ შეეძლებათ.
დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა.
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
თბილისი პირველ მწვანე ფესტივალს უმასპინძლებს.

ამინდი