Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა

თარიღი : 21-09-2016, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტირი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ტყიბულის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენებული სპორტის სასახლის დარბაზი 750 გულშემატკივარზეა გათვლილი და მზად არის, სხვადასხვა სახეობებში, უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების ჩასატარებლად.

სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია 2013 წელს ახალი სახურავის მოწყობით დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივდ მიმდინარეობდა. კეთილმოეწყო სპორტსმენების გასახდელები, საშხაპეები, ვიპ-ლოჟა, საკომენტატორო ოთახი, სავარჯიშო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა.

 ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლე, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შევიდა, გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და წლების განმავლობაში ემსახურებოდა სპორტულ-კულტურული სფეროს განვითარებას.
კერძოდ, სასახლეში იმართებოდა როგორც საერთაშორისო, ასევე ყოფილი საკავშირო დონის ტურნირები. 90-იან წლებში სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობის) გამო, დაზიანდა შენობის სახურავი და ორი ათეული წელია შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

NS


ნანახია: 2364-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თანამედროვე სპორტული დარბაზი 750 გულშემატკივარზეა გათვლილი და მზად არის უმასპინძლოს სხვადასხვა სახეობებში უმაღლესი დონის
როგორც იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, სპორტის სასახლე 3000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.
ტყიბულის სპორტ-დარბაზი თანამედროვე სტანდარტებისაა
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა, 5 000 კაცზე გათვლილმა სპორტის სასახლემ 2017 წელს ახალგაზრდებს შორის
ჩემპიონატი იმერეთში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდი