"ნაციონალები" ახალ მთავრობას იწუნებენ და მის პროგრამას ჩავარდნას უწინასწარმეტყველებენ
თარიღი : 20-11-2013, 15:10 | კატეგორია: პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე დეპუტატები დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ. მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს ძირითადად ძველი სახეები ინარჩუნებენ. ცვლილება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას შეეხო.
უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკა გაჩერდა, სამუშაო ადგილები შემცირდა და მთავრობას არ აქვს წარმოდგენილი ხედვა, როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას. მთავრობის პროგრამა კარგად დაწერილია სიტყვათა ჯგუფია, რომელიც არ და ვერ შესრულდება,“ - ამბობს უმცირესობის დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი.
უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს უჭერს.
როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტის ახალმა შემადგენლობამ მათი მხარდაჭერა განვლილი ერთი წლითა და პარლამენტში წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამით მოიპოვა.