Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

' ქვეყანაში გაჭირვების დონის საგრძნობლად შემცირება და სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გაზრდა'-ბურჭულაძის პარტიის პროგრამა

თარიღი : 20-09-2016, 21:56 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წინასაარჩევნოდ ქვეყნის მაშტაბით შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად პაატა ბურჭულაძე გუნდთან ერთად საჩხერეს, ბაღდათს, თერჯოლას და ჭიათურას ესტუმრა.

მათივე ინფორმაციით, ჭიათურაში პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გვალია გააცნო. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს ის ეკონომიკური და სოციალური პროგრამა წარუდგინეს, რაც ქვეყანაში გაჭირვების დონეს საგრძნობლად შეამცირებს და სოციალურად დაუცველებს დახმარებას გაუზრდის. პარტიის პროგრამის მიხედვით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ 4 წელი და დაუფინანსდებათ მედიკამენტების შესყიდვა.

“ჭიათურაში უამრავი პრობლემაა. მათ შორის უმთავრესი ეკოლოგიური და სასმელი წყლის პრობლემაა. წვიმიანობის დროს მთის მომწამვლელი ნალექი სასმელ წყალს ერევა და საშიში ხდება მოსახლეობისთვის. ასევე შესაცვლელია მაღაროელების საცხოვრებელი პირობები და ჩვენ მათ სპეციალური პირობები უნდა შევთავაზოთ. ასევე არ შეიძლება მანგანუმით დატვირთული გადამზიდი მანქანები ქალაქის ცენტრალური გზით სარგებლობდნენ, რადგან ყველა კვლევის მიხედვით ჭიათურაში გახშირდა სხვადასხვა საშიში დაავადებები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ipn.ge


ნანახია: 1837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბურჭულაძემ ადგილობრივებს ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებისა და ერთი ლარის გადარიცხვისკენ მოუწოდა.
ბლოკ 'პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი 48–ე ოლქში თემურ ცამციშვილი ჭომაში დევნილების
პაატა ბურჭულაძე 'სახელმწიფო ხალხისთვის' წყალტუბოს რაიონული ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა.
არჩევნებში ერთად მონაწილეობის საკითხზე დღეს აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები გაიმართა.

ამინდი