ქუთაისში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი გრძელდება
თარიღი : 20-09-2016, 21:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი გრძელდება. ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"-ს თანამშრომლებმა ბარიერების მონტაჟი ამჯერად მესხიშვილის ქუჩის პირველ შესახვევში განახორციელეს.
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, ბარიერების მონტაჟს "სპეციალური სერვისები" საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ახორციელებს.
"ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოება. ამისთვის "სპეციალური სერვისები" სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს იქნება ეს ბარიერების მონტაჟი თუ ზებრა გადასავლელების მოწყობა. "სპეციალური სერვისები" ქალაქში მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება," - აცხადებს გიორგი მჟავანაძე.
NS