Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოყვარულთა თასი - 2016'

თარიღი : 20-09-2016, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამასახურის ორგანიზებით ხარაგაულში - „მოყვარულთა თასი - 2016“ ტურნირი დაიწყო.

19 სექტემბერს, ტურნირის ფარგლებში, ხარაგაულში პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბორითისა და კიცხის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბორითის გუნდის სასარგებლოდ 7:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდი ფინალურ თამაშში დაბის გუნდს შეხვდება.

"მოყვარულთა თასის" გათამაშებაში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება - მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. ფინალური ეტაპი თბილისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი მიიღებს.

"მოყვარულთა თასის" ფინალური ეტაპის 4 ნახევარფინალისტი გუნდის შემადგენლობიდან, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 2017 წლიდან UEFA Regions Cup-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.


ნანახია: 1244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემპიონატში 10 ქუთაისური გუნდია
'სათავგადასავლო ტურ-თამაშების' ფინალური შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 5
ტურნირი, რომელშიც 21 გუნდი იღებს მონაწილეობას ოლიმპიური სისტემით ჩატარდება.
თამაში სხვადასხვა ორგანიზაციას შორის ჯგუფური პრინციპით ჩატარდება.

ამინდი