Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქუთაისს ესტუმრა'

თარიღი : 20-09-2016, 18:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქუთაისში ჩამოვიდა.
ერონული ცენტრის მიერ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანს, ხელნაწერთა ცენტრში დაცული უძველესი და უნიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ქალაქის ბულვარში სხვადასხვა თემატიკის საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომლებშიც ცენტრში დაცული კოლექციის ვიზუალური მასალა იყო ასახული. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა იმ ინტელექტუალურ მემკვიდრეობას, რომელიც საკუნეებს ითვლის და ისტორიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს.

ტაო კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა,"ვეფხისტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი – ეს იმ ხელნაწერთა მცირე ჩამონათვალია, რომლის ნახვაც დამთვალიერებელს შეეძლო.

ასევე, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ორიგინალი საარქივო ექსპონატების გამოფენა მოაწყო, სადაც დამთვალიერებლებს ანტონ ლორთქიფანიძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ნიკო მარის, დიმიტრი ყიფიანის და სხვა გამოჩენილი პიროვნებების პირადი წერილებისა თუ ჩანაწერების ნახვა შეეძლოთ.

 'ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქუთაისს ესტუმრა'

გამოფენა, აგრეთვე, მოიცავდა სამეცნიერო-პოპულარულ ლექციასა და შემეცნებით აქტივობას –"წიგნის მოვლის კულტურა", რაც გულისხმობს მოსწავლეებისათვის ფურცლის აღდგენისა და სხვა სარესტავრაციო პროცესების შესახებ პრაქტიკული ვორქშოპის ჩატარებას.

"ამაყი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი გამოფენა გაიმართა, ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ იმ ხელნაწერების ნაწილს, რომლებიც ხელნაწერთა ცენტრში ინახება,"– განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა ლეილა ქორიძემ.

ერთერთი რესტავრატორის თქმით, ქუთაისი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც ახალგაზრდები "წიგნის მოვლის კულტურას" გაეცნენ.

" ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. დიდი ინტერესი იყო მოსწავლეების მხრიდან. ჩვენი მიზანია, რესტავრატორის პროფესიით დავაინტერესეოთ ახლგაზრდები, რომლებსაც სამომავლოდ სტაჟირებაზე უცხოეთში გავუშვებთ," – განაცხადა კორნელი კეკლიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ხელმძღვანელმა, რეზო კლდიაშვილმა.

ხელნაწერთა დღეები ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დაიგეგმა. ცენტრის დირქტორმა ქუთაისის ბიბლიოთეკას, საჩუქრად, ხელნაწერთა ცენტრის გამოცემები გადასცა.


ნანახია: 1493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არტეფაქტები, რომლებიც ასახავენ
წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უძველესი საეკლესიო ხატების და ხელნაწერთა გამოფენა მიმდინარეობს.
8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დღეს ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა.