თერჯოლის გამგებელი საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
თარიღი : 20-09-2016, 10:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ა(ა)იპ „თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორ მაია თორთლაძესთან ერთად ნახშირღელისა და ქვედა სიმონეთის საბავშვო ბაგა-ბაღებს ეწვია.
თემურ ჯაფარიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედკოლექტივს, კიდევ ერთხელ გაეცნო აღსაზრდელთა კვებისა და სააღმზრდელო პირობებს და მათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას დაჰპირდა.

ნახშირღელის საბავშვო ბაგა-ბაღის 3 ასაკობრივ ჯგუფში 92, ხოლო ქვედა სიმონეთის 2 ასაკობრივ ჯგუფში 62 ბავშვი ირიცხება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვის აღზრდასა და განვითარებას ემსახურება ა(ა)იპ „თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის“ 26 საბავშვო ბაგა-ბაღი.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდა 5 ახალი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი ბაღის მშენებლობა, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცედენტო შემთხვევა იყო. საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემო აღიჭურვა თანამედროვე ელექტროტექნიკითა და საბავშვო ინვენტარით. აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე 828 350 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღის 52 სააღმზრდელო ჯგუფში ჩარიცხულია 2-დან 6 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი. ა(ა)იპ „თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის“ ბიუჯეტი შეადგენს 1955000 ლარს, აქედან ბავშვთა კვებაზე დაიხარჯება 350 870 ლარი.
ახალი სასწავლო წლისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სოფლების- ღვანკითისა და ჭოგნარის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი სააღმზრდელო ჯგუფების გასახსნელად, ხოლო 9 საბავშვო ბაგა-ბაღში-სამზარეულოების, შემოსასვლელების, სველი წერტილების კეთილმოწყობის მიზნით, რაზეც 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო მუნიციპალიტეტის 25 ბაგა-ბაღში, ხოლო ჭოგნარის ბაღში, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, სწავლა 1 ოქტომბერს განახლდება.
დღესვე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ ქვედა სიმონეთის საექიმო ამბულატორია მოინახულა, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარემონტდა.