Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი პრიორიტეტია, ქალაქმა შეიძინოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი'

თარიღი : 19-09-2016, 13:11 | კატეგორია: არჩევნები   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ჩემი არჩევანი".
აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, 49-ე ოლქში, გიორგი წერეთელს.

–რატომ მიიღეთ ქალაქის მაჟორიტარობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას?


–მაჟორიტარობის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის ვითარება და ხელისუფლება, რომელიც ამჟამად არის. რაც შეეხება ქუთაისს, მე ვიყავი ერთ-ერთი მხარდამჭერი იდეისა, რომ ქუთაისს მიეღო პოლიტიკური დედაქალის როლი და გამხდარიყო საპარლამენტო ქალაქი.
ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო მუშაობა, რომ ქალაქს შესაბამისი სახე მიეღო. ეს სამუშაოები უკვე 4 წელია შეჩერებულია. ყველაფერი გააკეთეს, რომ ქალაქს ეს ფუნქცია დაეკარგა. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, კენჭი მაჟორიტარობისთვის ვიყაროთ და დავუბრუნოთ ქალაქს თავისი ფუნქცია.
ძალიან კარგად ვიცნობ ქუთაისის პრობლემებს, ბევრ უბანში ვიყავი, კარდაკარის კამპანიაც მაქვს და ვიცი ის სირთულეები, რომლებიც აქ ადამიანებს აქვთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის უმუშევრობა და სიღარიბე. ეკონომიკური პროცესების განვითაებისთვის საჭიროა, ქალაქი იყოს საინტერესო.
ძალიან ბევრ უბანში წყალმომარაგების პრობლემები ისევ მძაფრადაა. სპორტულ მოედნებზეც ცუდი მდგომარეობაა, ქალაქს სატრანსპორტო პრობლემებიც აქვს. ეს არ არის იმ სტანდარტის გარემო, რომელიც საპარლამენტო დედაქალაქს უნდა ჰქონდეს.
მეტი ყურადღება, ფინანსები და სამუშაოებია ჩასატარებელი ქუთაისში. ქალაქში არ არის არცერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო, რაც ტურისტების სიმცირეზე აისახება,
ამიტომ ვაპირებ ბევრი ინვესტორის მოწვევას.

–რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის?


–ნაციონალური მოძრაობის პირობებში, მაშინ როცა პარტიის გენერალური მდივანი ციხეშია, შეუძლებელია თანაბარ გარემოზე საუბარი. ვერ ვიტყოდი, რომ თავდასხმები მიმდინარეობს, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი სერიოზულად მუშაობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და კიდევ უფრო გააქტიურდებიან. ეს ნიშნავს, ყველა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანის ნათესავი, გაფრთხილებულია, რომ რამე არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს. შეზღუდულია ჩვენთვის რამდენიმე შენობის გამოყენება, მაშინ როცა შეხვედრები გვინდა ვაწარმოოთ. დანარჩენი ვნახოთ როგორ იქნება.

–რას მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქალაქს?


–ხმამაღალი განაცხადია ალბათ, რომ შეიძლება ერთმა კონკრეტულმა თანამდებობამ ქალაქს რამე დიდი მოუტანოს. ის იდეა, რომლისთვისაც მე ვარ ქუთაისში, ქალაქს ბევრ სიკეთეს მოუტანს. ქალაქელების კეთილდღეობა გადის ქუთაისის რეალურ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე. თუ კი საზოგადოების მხარდაჭერა იქნება, ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება.

–რა არის თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი?


ჩემი პრიორიტეტია, ქალაქმა შეიძინოს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.


ნანახია: 1883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".

ამინდი