ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის 100-დე მუშა გაიფიცა
თარიღი : 19-09-2016, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.
გაფიცულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაცული არ არის უსაფრთხოების ზომები.
გაფიცულები ხელფასების გაზრდას და უქმე დღეებში დასვენებასაც მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
მუშების პრიტესტზე კომენტარს არ აკეთებს ჩინური კომპანია, რომელიც სამუშაოებს "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ზვარეში „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით, ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს .