'მინდა, რომ ახალგაზრდები მსგავსი პროექტებით წავახალისოთ'
თარიღი : 18-09-2016, 21:43 | კატეგორია: ახალი ამბები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, წყალტუბოში ახალგაზრდული სოციალური საწარმო "ღია სივრცე" გახსნა.
პროექტის „ღია სივრცე“ (OPEN SPACE) მიზანია, წყალტუბოში ახლად დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და პროფესიონალებისთვის პირველი სოციალური კაფე შეიქმნას.
პროექტი სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური აქტივობების ორგანიზებას გულისხმობს. კაფეს ფარგლებში შეიქმნება საინფორმაციო კუთხე, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს სწავლის, მოხალისეობის და დასაქმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მსგავის პროექტები ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს.
„ქტიური ახალგაზრდები დამხვდნენ ღია სივრცის გახსნაზე და მათი მოტივაცია გადამდებია. წყალტუბოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ტურიზმის განვითარების კუთხით და ამ განვითარებაში დიდ როლს ჩვენი ახალგაზრდები შეასრულებენ. მინდა, რომ ახალგაზრდები მსგავსი პროექტებით წავახალისოთ,"– აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.
ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ფონდის’’ინიციატივით განხორციელებული პროექტი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, 18 743 ლარით დააფინანსა.