ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას ელოდებიან
თარიღი : 19-11-2013, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შოთა მურღულიას ელოდებიან.
როგორც მერიის დაცვის სამსახურში აცხადებენ, მათ მერიის აპარატის უფროსმა განუცხადა, რომ შოთა მურღულია მერიაში უნდა მივიდეს.
"მე დაცვის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ შეიძლება, მურღულია მოვიდეს და შემოუშვან. როგორც ვიცი, ის პარასკევსაც იყო მოსული მერიაში, მაგრამ არ ვიცი ვის შეხვდა, არც დღეს ვიცი ვის შეხვდება, თუ ჩამოვიდა", - აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებებლი ტატო ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერად შოთა მურღულია უნდა დაინიშნოს.