"დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილი შესაძლოა გაყალბებული იყოს"

"დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილი შესაძლოა გაყალბებული იყოს",- ამ განცხადებას ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი აკეთებს. როგორც ლედი ტუკვაძე ამბობს, წერილი, რომელიც საქმეში დევს, შესაბამისი ანალიზისთვის მან სპეციალისტებს გადასცა.
"სპეციალისტები ამბობენ, რომ წერილში ორი კალიგრაფია იკვეთება. სავსებით შესაძლებელია, რომ წერილში გოდერძი თევზაძის სახელი და გვარი დემურ სტურუას ოჯახის ნებისმეირ წევრს, კონკრეტულად კი გარდაცვლილის ძმას სპეციალურად ჩააეატებინა, რადგან, სტურუებს წლების განმავლობაში სამართალდამცველებთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ," - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, რომელშიც აცხადებდა, რომ თვითმკვლელობამდე სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელმა გოდერძი თევზაძემ მიიყვანა.