Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი 187 თანამშრომლის განთავისუფლებას გეგმავს'

თარიღი : 17-09-2016, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით 187 თანამშრომლის განთავისუფლებისთვის ემზადება,“ - განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი რობიზონ ხურცილავა აკეთებს.

ადვოკატის თქმით, ბაგა-ბაღების გაერთიანება გეგმავს, რომ მის თანამშრომლებს, კერძოდ კი, გაერთიანების N1, N13, N15, N17 ფილიალების თანამშრომლებს 2015 წლის 11 დეკემბერს მათ მიერ ქალაქის მერიასთან მოწყობილი აქციის უკანონობა აღიარებინოს.

„იმ შემთხვევაში თუ გაფიცვის მონაწილეები აღიარებენ, რომ მათ გაფიცვის შესახებ წინასწარ არ შეატყობინეს ადმინისტრაციას, მათი გაფიცვა იყო უკანონო, შეგნებულად ჩაშალეს სასწავლო პროცესი და არ მიიღეს აღსაზრდელები, ეუბნებიან, რომ მათ მიმართ არ გატარდება სადამსჯელო ღონისძიებები და მათ არ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. არ დავუშვებთ ამ მორიგების აქტის გაფორმებას, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვინც ხელს არ მოაწერს ამ მორიგებას, მათ სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ,“ - აცხადებს ადვოკატი.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ლორთქიფანიძის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ

ცნობისთვის, 2015 წლის 11 დეკემბერს, ქუთაისის მერიასთან გამართულ აქციაზე საბავშვო ბაღებში დასაქმებულებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესება ითხოვეს. აქციას ზემოთ აღნიშნული ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთა გათავისუფლება მოჰყვა.


ნანახია: 2563-ჯერ

მსგავსი სიახლეები
#1 საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის ზაალ ხონელიძის ბრალდებებს ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ.
სისტემა ზაფხულის განმავლობაში დაიხვეწება.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გაფიცვას ქალაქის მერიაში მოგვიანებით განცხადებით უპასუხებენ.
სინჯის აღების მომდევნო პროცესი ახალი სასწავლო წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2019 წელს ცვლილებები იგეგმება.

ამინდი