Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელი, რომელიც 1988 წლიდან ბუნებრივ აირს ითხოვს

თარიღი : 17-09-2016, 12:16 | კატეგორია: მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მაცხოვრებლები სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.

სოფელში განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად ძირითადად შეშას იყენებენ. შეშის მოპოვება კი ბოლო წლებში გაძნელდა, რადგან სოფელში არსებული 330 ჰექტრამდე ტყე, დღეისათვის, 33 ჰექტრამდეა შემცირებული.

შეშის გარდა მოსახლეობა არაბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიას მოიხმარს. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ეს საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„ჩვენთვის ბუნებრივი აირი მეტად ეკონომიური იქნება, რადგან ხალხი დენს იყენებს, ბუნებრივი აირი კი შედარებით იაფია. თუკი ბუნებრივი აირი გევქნება, შეშის ძებნაში დრო აღარ დაიკარგება. გაზის გამოყენება კი გაცილებით მარტივია,“ -განაცხადა სოფლის მკვიდრმა ერასტი ბელთაძემ.

ცნობისთვის, სოფელ საყულიაში დაახლოებით 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. სულადობით კი 2 700 ადამიანი. საყულიას მოსახლეობა ბუნებრივი აირისთვის 1988 წლიდან იბრძვის, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მეზობელ სოფლებს შორის, საყულია ერთადერთი სოფელია, რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, სოფელ საყულიაში, თეიმურაზ ტორაძე აცხადებს, რომ საყულიაში ბუნებრივი აირის შეყვანა 2017 წლიდან დაიწყება.


თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 1862-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მათივე თქმით, ბუნებრივი აირი ახალ წლამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა კომპანიამ სიტყვა არ შეასრულა.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბუნებრივი აირის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
რაიონში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი ხონის სოფელ გოჩა ჯიხაიშიდან დაიწყო. აღნიშნულ სოფელში დღეს იმერეთის გუბერნატორი ზაზა
გუმათის დასახლებაში 8159 გ/მ საშუალო წნევის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა,

ამინდი