დასუფთავების აქცია ვანის მუნიციპალიტეტში
თარიღი : 16-09-2016, 18:11 | კატეგორია: ახალი ამბები

დღეს ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა დევიზით: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“.
საქართველო უკვე მეხუთე წელია მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში – „დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ტარდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ისახავს მიზნად.
აქციის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ყოველ წელს, დასუფთავების მასშტაბური აქცია იმართება.

დღეს ქალაქის დასუფთავების აქციაში გამგეობის თანამშრომლები და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, 9 აპრილის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით აქციამ ვანის სოფლებიც მოიცვა.
დასუფთავების აქცია კიდევ ორი დღე 17 -18 სექტემბერს გაგრძელდება და მასში ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას.
ვანში მიმდინარე აქციას ორგანიზებას უწევს, ა(ა)იპ“ ვანის კომუნალური გაერთიანება“.

NS