Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძველ ნაგავსაყრელებს ახალი სტანდარტებით აშენებული ნაგავსაყრელები ჩაანაცვლებს

თარიღი : 16-09-2016, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები   
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გერმანიის რეკონტრუქციის ბანკის (KFW)–ის პროექტის, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა–ქუთაისი“–ს ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.

სემინარზე, საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში არსებულ ვითარებასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრეს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, ქვეყნის რეგიონებში, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ევორპული სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, კომპანია ქვეყნის მუნიციპალიტეტებში არსებული ძველი ნაგავსაყრელების ახალი სტანდარტებით აშენებული ნაგავსაყრელებით ჩანაცვლებას აპირებს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქვეყანაში არსებული 56 ნაგავსაყრელიდან 53–ს მართავს. სამომავლოდ მათი რიცხვის მინიმუმადე დაყვანაა გეგმაში, რის ფარგლებშიც, ახლო მომავლში, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ერთი ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება.

სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა სამტრედიაში არსებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი მოინახულეს.

საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია 2012 წელს დაარსდა, 4 წლის მონაცემებით კომპანიამ 204 ადამიანი დაასაქმა.


ნანახია: 662-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.
დასუფთავების აქცია კამპანიის-'სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა'.
ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად 2014-2017 წლებია განსაზღვრული.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ხანდახან 14-დან 16-საათამდე შრომაა საჭირო.
თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია,
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და 49 წუთის განმავლობაში

ამინდი