Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მოსახლეობა 'თავისუფალი დემოკრატების' მაჟორიტარობის კანდიდატს დახმარებას სთხოვს

თარიღი : 16-09-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
ჭიათურის მოსახლეობა მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნული თხოვნით, ერისთავისა და მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს მიმართეს.
http://www.picz.ge/img/s2/1609/16/7/73307a991e57.jpg
აღნიშნული ქუჩების მოსახლეობა თავის მიმართვაში მაჟორიტარობის კანდიდატს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნების გარდა, მათ ქუჩებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. რაც შეეხება პრობლემებს, ადგილობრივები აღნიშნულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დასუფთავების სამსახურის გამართულ მუშაობას, დასასვენებელი ადგილების კეთილმოწყობასა და წყლის საკითხის მოწესრიგებას ითხოვენ.

„ჩვენ თქვენთან ვართ ბატონო თემურ. თქვენი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში გვჯერა და გამოვთქვამთ ჩვენს სურვილს, რაც ყოველდღიურია ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ოჯახებისათვის. ბატონო თემურ, გაითვალისწინეთ, გენდობით ამ საქმეების და პრობლემების მოგვარებაში. გთხოვთ შეხვედრას ადგილზე, უბნის მაცხოვრებლებთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს ამომრჩეველთან და ჭიათურის მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია წარმოადგენს. რაც შეეხება ერისთავისა და მუხაძის ქუჩებზე მაცხოვრებელთა მოთხოვნას, თეიმურაზ გაფრინდაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი პარლამენტში საქმიანობის მიზანი ჭიათურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნება, ასევე, ჭიათურის თითოეული სოფლისა თუ თითოეული ქუჩის მაცხოვრებელთა პრობლემაზე რეაგირება იქნება.




ნანახია: 1398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ
'ვრჩები საარჩევნო რეჟიმში და ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. მე და ჩემს მხარდამჭერებს ჭორები ვერ შეგვაშინებს,' -
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჭიათურის მოსახლეობა მაჟორიტარს მხოლოდ სახელით და გვარით არ უნდა იცნობდეს.
მეცამეტე რაიონებად წოდებული უბნები ჭიათურაში. დასახლებები, სადაც არ არის გზა, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და

ამინდი