Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაინც თუ მკლავდა, ოპერაცია რაღას გამიკეთა,'- ქუთაისის საკრებულოს წევრს მუქარაში ადანაშაულებენ

თარიღი : 15-09-2016, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თუ ოპერაციის მერე უფრო ცუდად გავხდებოდი, მაშინვე უარს ვეტყოდი. მაინც თუ მკლავდა მკლავდა, ოპერაცია რაღას გამიკეთა,“– ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ჟუჟუნა დანგაძე კარდიოლოგსა და ქალაქის საკრებულოს წევრს ზაზა ლომინაძეს უხეშად მოპყრობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

როგორ დანგაძე აღნიშნავს, მიმდინარე წლის აპრილში გულის ოპერაცია გაიკეთა. საყოველთაო დაზღვევიდან ოპერაციის ხარჯების 70% დაფინანსდა, დარჩენილი 30% კი, რომელიც 968 ლარს შეადგენდა, ოჯახს 10 დღის განმავლობაში უნდა დაეფარა. ხარჯებთან დაკავშირებით ზაზა ლომინაძესთან მისვლის შემდეგ ექიმმა განუცხადა, რომ თუ კი თანხას არ გადაიხდიდა, სახლს დაუყადაღებდნენ. შეხვედრიდან წამოსული დანგაძე გზაში შეუძლოდ გახდა და ორ დღეში ინსულტი განუვითარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, დანგაძეს მარცხენა ხელ–ფეხი პარალიზებული აქვს და გადაადგილებას ვერ ახერხებს.

„ლომინაძემ მითხრა 200 ლარი შემომიტანე თვეშიო. ოპერაციიდან ერთ თვეში სამუშაოდ გავედი, სადაც 200 ლარი მქონდა ხელფასი. ვუთხარი, ვერ შევძლებ 200 ლარის გადახდას, მაგდენი სულ მაქვს ხელფასი, საჭმლის ფული მაინც დამიტოვეთ-თქო, რაზეც მიპასუხა: შენ აქ ბაზარი ხო არ გგონია, რას მევაჭრებიო,“ -ამბობს დანგაძე.

რამდენიმე დღეში დანგაძე ადვოკატთან მივიდა და სთხოვა, ისე შეთანხმებულიყვნენ, რომ ყოველი თვის ბოლოს კლინიკისთვის 100 ლარი გადაეხადა, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ ზაზა ლომინაძეს უკვე ესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით და მან უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, მსგავსი საქმეები ცოტა არ არის და უჭირს გახსენება მოხდა თუ არა საუბარი მასსა და ლომინაძეს შორის ჟუჟუნა დანგაძის საქმესთან დაკავშირებით.

ადვოკატთან საუბრის შემდეგ დანგაძე ლომინაძესთან წავიდა, რათა ყოველი თვის ბოლოს 100 ლარის გადახდაზე გასაუბრებოდა.

„მოგადგათ ქალბატონო სასჯელაღსრულება? თუ არ გადაიხდით, სახლს დაგიყადაღებენ". ზუსტად ამ სიტყვებით მომმართა ლომინაძემ. მაშინვე შეუძლოდ გავხდი, ჩემი ოპერაციის და გადარჩენის გამო თუ ჩემს ინვალიდ ქმარს და სახლს წაართმევდნენ, მერჩივნა იქვე მოვმკვდარიყავი, რაღას მიკეთებდა იმ ოპერაციას თუ ისევ უნდა მოვეკალი,"-აცხადებს დანგაძე.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლინიკა "ლჯ"-ის დამფუძნებელს ზაზა ლომინაძეს დაუკავშირდა. ლომინაძე უარყოფს იმას, რომ პაციენტს საცხოვრებელი სახლის ყადაღასთან დაკავშირებით ესაუბრა.

"შესაძლოა მსგავსი ფრაზა პაციენტს იურისტმა უთხრა. მე რა თქმა უნდა, ეს არ მითქვამს, ექიმი ვარ და ჩემი საქმე არ არის. ქალბატონი სახელმწიფომ დააფინანსა და ჩემი რეკომენდაციით მერიაც დაეხმარა მას. რაც დარჩა თანხა გადასახდელი, ვერ გადაიხადა და ჩვენ ვალდებული ვართ მსგავსი საქმეები იურისტებს გადასახედად გადავაბაროთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 4020-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„დავიღალეთ ქუთაისის უპატრონოდ ყოფნით“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მედიის წარმომადგენლებს კონსულტაცია კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა და ქუთაისის საკრებულოს წევრმა ზაზა ლომინაძემ
თქვენს მოგვიყევით იმერეთის რეგიონში მოქმედი მედიკოსების მიერ დაშ­ვე­ბუ­ლ შეც­დო­მებზე.
ნინო კუპრაშვილი ამბობს, რომ ექიმმა ბადრი ალფაიძემ მას ოპერაცია ორჯერ, უშედეგოდ გაუკეთა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
ქუთაისში მცხოვრები ნინო მაისაშვილი დახმარებას ითხოვს.

ამინდი