კლასიკური მუსიკის კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში
თარიღი : 18-11-2013, 21:11 | კატეგორია: კულტურა, მთავარი თემა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში ქართველ შემსრულებლებთან, მზია ჯაჯანიძესთან, გიორგი აბულაძესთან და დავით ციცქიშვილთან ერთად, გერმანიაში მოღვაწე აზერბაიჯანელი მევიოლინე ოგტაი ზეინალოვ-შუბერტი მონაწილეობს.