გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში იმყოფება
თარიღი : 15-09-2016, 10:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მივიდა. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდა კადეტებს სასწავლებლის 6 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიმდინარე წელს პირველად დაიწყებენ სწავლას გოგონები. პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, წარმატებულ გოგონებს გადაეცეთ სტიპენდია. დღესვე, პრეზიდენტი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მივა.