Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ცოცხალი წიგნები' ტყიბულში

თარიღი : 15-09-2016, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის-,,ცოცხალი წიგნების" ფარგლებში, ტყიბულში სტუმრად პროექტის ავტორი ქეთევან დუმბაძე და მწერლები:ირმა ბერიძე, შოთა იათაშვილი,გიორგი კაკაბაძე,ეკა კვიციანი,ნინია სადღობელაშვილი,ცირა ყურაშვილი,პაატა შამუგია და გელა ჩქვანავა იმყოფებოდნენ.

შეხვედრას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა. ,,მზიანი ღამის" კლუბის წევრმა ტყიბულელმა ბავშვებმა სპეციალურად მოწვეულ თერჯოლელ თანატოლებთან ერთად სტუმრებს ნოდარ დუმბაძისა და გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებიდან ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს.

ღონისძიებას,საზოგადოების ფართო სპექტრთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილე შალვა გაბრიაძე და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზრდულ საქმეტა სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ. სტუმრებმა თავიანთი შემოქმედება ცოცხლად წარმოადგინეს, რის შემდეგაც თავისი პოეზია დამსწრე საზოგადოებას ,,ვეფხისტყაოსნის" ზეპირადმცოდნეთა კონკურსში მრავალჯერ გამარჯვებულმა პედაგოგმა ანრო ცირეკიძემ გააცნო.

რობიზონ გვენეტაძემ ჩამობრძანებულ სტუმრებს და განსაკუთრებით ქეთევან დუმბაძეს, საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის ყველა იმ წამოწყებას დაუჭერს მხარს, რომელიც ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრამ უაღრესად თბილ და უშუალო ვითარებაში ჩაიარა,რის შემდეგაც ,,ცოცხალი წიგნები" რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ,,დასაპყრობად" გაემართა.

NS


ნანახია: 1613-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,მზიანი ღამის" კლუბის წევრებმა ლიტერატურული კომპოზიცია ,,ვეფხისტყაოსანი“-სიყვარულის ფილოსოფია" წარმოადგინეს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ეწყობა პოეზიის საღამოები, იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი

ამინდი