Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ადამიანებმა, რომელთაც ქალაქის ინტერესების დაცვაზე აქვთ პრეტენზია, ქალაქის პრობლემები კარგად უნდა იცოდნენ"

თარიღი : 14-09-2016, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წინასაარჩევნოდ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. აღნიშნული შეხვედრები ქვეყნის ყველა იმ ქალაქში იმართება, სადაც დემოკრატიის სკოლა ფუნქციონირებს. ქუთაისში შეხვედრების ციკლი 13 სექტემბრიდან დაიწყო.

მაჟორიტარობის კანდიდატებს პასუხის გაცემა ნიმდის მიერ შედგენილ 25 კითხვაზე მოუხდათ.

"ადამიანებმა, რომელთაც ქალაქის ინტერესების დაცვაზე აქვთ პრეტენზია, ქალაქის პრობლემები კარგად უნდა იცოდნენ. მოცემულ კითხვებზე პასუხები საზოგადოებას აძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იცნობენ მაჟორიტარობის კანდიდატები ქალაქში არსებულ პრობლემებს,"-განაცხადა ნიმდის წარმომადგენელმა ანა შალიკიანმა.

დღევანდელ შეხვედრას ბლოკ "სახელმწიფო ხალხისათვის" მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ. ზვიად ბაღდავაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამისა და პრიორიტეტებზე საუბრის გარდა, ახალგაზრდებისა და დემოკრატიის სკოლის დასმულ კითხვებსაც ვუპასუხეთ. მსგავსი შეხვედრები საჭიროდ და აუცილებლად მიმაჩნია,"-აღნიშნა ბაღდავაძემ.

ცნობისთვის, შეხვედრებმზე დასწრება ნიმდის კურსდამთავრებულებთან ერთად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1827-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად 7 ქალი იბრძოლებს.
აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაჯამა.
მანდატების გადაცემას მაჟორიტარობის თითქმის ყველა კანდიდატი ესწრებოდა.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები თავიანთ სფეროში წარმატებულები უნდა იყვნენ
კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია 'სიდას', დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და

ამინდი