"ნინო ონიანთან საუბრის შემდეგ იმედი გაგვიჩნდა, ვისურვებდით მის მაჟორიტარობას"

"პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ონიანი საფიჩხიაზე, გოგებაშვილის ქუჩი მაცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გაირკვა, რომ გოგებაშვილზე არსებულ რამდენიმე ჩიხს წყალმომარაგებისა და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ. არსებულ პრობლემებზე საუბრის გარდა, მოსახლეობამ სამი მაჟორიტარის არსებობის დადებით მხარეებზეც ისაუბრა. მათივე თქმით, მაჟორიტარობის მათთვის სასურველი კანდიდატურა ნინო ონიანია.

"ხალხს იმედი არ აქვს არაფრის. ქალბატონი ნინოს საუბრის მერე იმედი გაგვიჩნდა. მოვუსმინეთ მის საუბარს და ვისურვებდით ჩვენი ოლქის მაჟორიტარად მის მოვლინებას,"-განაცხადა გოგებაშვილზე მცხოვრებმა ნანული დანელიამ.
სამი მაჟორიტარის როლსა და დანიშნულებაზე მოსახლეობას კანდიდატმაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სამი მაჟორიტარი უფრო მეტ საქმეს გააკეთებს, ვიდრე ერთი.
"ქუთაისი საკმაოდ დიდი ქალაქია იმისთვის, რომ ერთი მაჟორიტარი ჰყავდეს. სამი ადამიანი ქალაქს უფრო მიაქცევს ყურადღებას,"- განაცხადა ონიანმა.
"პატრიოტთა ალიანსი"-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმუმის გაკეთებას დაპირდა.
NS