Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამომრჩევლების რაოდენობა და საარჩევნო უბნები ქუთაისში

თარიღი : 13-09-2016, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 152 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის ტერიტორიაზე შექმნილია #47, #48, #49 მაჟორიტარული საარჩევნო უბნები. სამ მაჟორიტარულ ოლქში ქუთაისის 123 და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 5 საარჩვენო - ჭოგნარის, გოდოგანის, ნაგარევის და კვახჭირის 2 უბანი შედის.

#47 მაჟორიტარულ ოლქში შედის კახიანაურის, მუხნარის, ქალაქ მუზეუმის, საფიჩხიის და ნიკეას ტერიტორიაზე განთავსებული საარჩევნო უბნები. აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში დეპუტატობისთვის საქართველოს კომუნისტური პარტია–"სტალინელები"– შიო ობოლაძე, ერთიანი კომუნისტური პარტია– პაატა ხაჭაპურიძე, ეროვნული ფორუმი–თეა თათელიშვილი და მრეწველები გადაარჩენს საქართველოს– ლაშა გვენეტაძე იბრძვიან.

#48 მაჟორიტარულ ოლქში შედის გუმათის, უქიმერიონის, გამარჯვების და ძელქვიანის ტერიტორიაზე განთავსებული საარჩევნო უბნები, სადაც კენჭს იყრიან: თამაზ მეჭიაური–ერთიანი საქართველოსთვის– ნუგზარ უგლავა, საქართველოს კომუნისტური პარტია "სტალინელები" ბონდო გიორგაძე, ერთიანი კომუნისტური პარტია– გიორგი გედენიძე, საქართველო– ბესიკი ადამია, მრეწველები გადაარჩენს საქართველოს– ნუგზარ ფალიანი და ეროვნული ფორუმი–კახაბერ დვალიშვილი.

რაც შეეხება #49 მაჟორიტარულ ოლქს, აღნიშნული ავტოქარხნისა და სულხან–საბას ტერიტორიაზე განთავსებულ საარჩევნო უბნებს მოიცავს. 49-ე საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული, მაჟორიტარობისათვის მებრძოლი კანდიდატები არიან: საქართველოს კომუნისტური პარტია "სტალინელები" –არჩილ მურცხვალაძე, ერთიანი კომუნისტური პარტია– გულიკო ნიჟარაძე, საქართველო–მანანა სტურუა და ორი დამოუკიდებელი კანდიდატი – ავთანდილ გოდუაძე და შორენა ჯანხოთელი.


ნანახია: 1768-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 63–მა პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა.
ჭიათურის მაჟორიტარობისთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 10 პარტიის წარმომადგენელი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.
საინფორმაიცო სააგენტო Topnews.com.ge მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობთ. ამჟამად ზესტაფონის მაჟორიტარების

ამინდი