Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის ნოვაციები

თარიღი : 18-11-2013, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულო მიმდინარე კვირიდან ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაიწყებს.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა ამ დროისათვის 42 მილიონ 168 800 ლარს შეადგენს, თუმცა განხილვების შედეგად შესაძლოა აღნიშნულმა ციფრმა კორექტირება განიცადოს.
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ავალაინის თქმით, ბიუჯეტი 2014 წლის ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებებზეა მორგებული.
„ჩვენს ქალაქში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების მედიკამენტებით დასახმარებლად ბიუჯეტში ვამატებთ თანხებს. გარდა ამისა, ქუთაისის საჯარო სკოლების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს თიაქარსა და ისეთ დაავადებებზე, რომლებიც ვიზუალური დათვალიერებით არ სჩანს, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. ასეთი დაახლოებით 5 000–მდე ბავშვია. დახმარებები არის მრავალშვილიან დედებზე. 2014 წელს, ვისაც მეოთხე შვილი შეეძინება, ერთჯერად დახმარებას მიიღებს 1000 ლარის ოდენობით. მეხუთე შვილზე 500 ლარია, ხოლო ყოველ შემდგომ შვილზე –100 ლარით მეტი. რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციას, ეს პროგრამა „ღატაკთა ოჯახია“. 150 000 ლარის ფარგლებში მოხდება იმ მიუსაფარი ოჯახებისათვის სახლების სახურავების შეკეთება, რომლებსაც თავზე აწვიმთ და გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ. ეს პროგრამები აქამდე ბიუჯეტში არ იყო და ჩვენი ნოვაციაა,“ – ამბობს ირაკლი ავალიანი.


ნანახია: 2190-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2013 წელს დაფინანსება შეადგენდა 2 793 000 ლარს, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტში ის 1 097 100 ლარს შეადგენს
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტები“ ქალაქის მერიას ბიუჯეტის პროექტს უწუნებენ. "პატრიოტების" განცხადებით, 2014 წლის
ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის ამ დროისათვის მხოლოდ იმ თანხების მოცულობაა ცნობილი, რომელსაც
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წელს ქალაქის კუთვნილი ქონების რეალიზაციის კუთხით პრობლემას ვერ ხედავენ. ქალაქის 2014
არასამთავრობო სექტორი თქმით კი ქალაქის მთავარი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული უნდა იყოს.

ამინდი