Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პირდებიან არჩევნების წინ ყველაზე ღარიბებს

თარიღი : 12-09-2016, 19:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
საქართველოს ყოველი მე-8 მოქალაქე სოციალურად დაუცველია და წინასაარჩევნოდ მათზე საუბრისას პოლიტიკოსები ყველაზე ხშირად 2 სიტყვას ახსენებენ - „უფასო" და „მილიონი". მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 477 840 ადამიანი სოციალურად დაუცველია. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 12.8%-ს შეადგენს. მათი ყოველთვიური ფულადი დახმარება საარსებო მინიმუმზე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აკეთებენ აქცენტს. ამ სტატიაში მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების დაპირებებს გადავხედეთ.

„ქართული ოცნება"

მოქმედმა ხელისუფლებამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში უკვე განახორციელა რამდენიმე ცვლილება. 2013 წლის ივლისიდან გაორმაგდა ფულადი სოციალური დახმარება. 2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. ახალი მეთოდოლოგიით, ნებისმიერი წევრი ისეთი ოჯახისა, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, თვეში 60 ლარს იღებს, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები - 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე - 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე კი - 30 ლარს.

ამასთანავე, სოციალურად დაუცველი ნებისმიერი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს იღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი და 57 000 სარეიტინგო ქულის ზევით ფულადი დახმარება გათვალისწინებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებამ საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში სოციალურად დაუცველების, მათ შორის მარტოხელა პენსიონერების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით ფორმულაში ცვლილებები შევიდა და მარტოხელა პენსიონერების დიდი ნაწილი კვლავ აღადგინეს საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში.

„ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ არ გაუსაჯაროებია. ხელისუფლებას არც არსებული მეთოდოლოგიის გადახედვაზე და არც სოციალური დახმარების გაზრდაზე არ გაუკეთებია განცხადება.

commersant.ge


ნანახია: 2246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ყოველთვიურად სახელმწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამინდი