ირაკლი ალასანია:ჩვენი მაჟორიტარები არ გათიშავენ ტელეფონებს და არ დაემალებიან ამომრჩევლებს

თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ჭიათურის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს ირაკლი ალასანიამ მიმართა და განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ჭიათურის მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად ღირსეული ჭიათურელი, თეიმურაზ გაფრინდაშვილი იბრძოლებს."თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარები არ გათიშავენ ტელეფონებს და არ დაემალებიან საკუთარ ამომრჩევლებს.
ირაკლი ალასანიას მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჭიათურაში დაბადებული და გაზრდილია. 1998 წლიდან ჭიათურაში ხელმძღვანელობს რამდენიმე საწარმოს. სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წლის საუკეთესო მეწარმისა და წლის ქველმოქმედის წოდება. გარდა ამისა, მიღებული აქვს მადლობის წერილები ჭიათურაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციიდან მათთვის პრობლემური საკითხების მოწესრიგებაში შეტანილი წვლილისათვის. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ჭიათურაში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიების დაფინანსებაში.
თეიმურაზ გაფრინდაშვილის თქმით, ის თითოეული ჭიათურელის მეგობარი და მათი კანონიერი ინტერესების დამცველი იქნება. გაფრინდაშვილი იმასაც ამბობს, რომ მაჟორიტარობის შემთხვევაში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ჭიათურელ მეწარმეებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და უკვე დასაქმებულებისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.
მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ირაკლი ალასანია და თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჭიათურის ქუჩებში მოსახლეობას შეხვდნენ.