Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

თარიღი : 12-09-2016, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუხრანის ტყეში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
http://www.picz.ge/img/s2/1609/12/b/b6b17f431de9.jpg
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად ითხოვდა და ამ მიზნით თვეების განმავლობაში სხვადასხვა აქციებსაც აწყობდა.
მათ საინიციატივო ჯგუფი «ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს» შექმნეს, რომელიც მუდმივად შეახსენებდა მმართველ ძალას იმ დაპირებას, რომელიც მან საზოგადოებას 2012 წლის არჩევნების წინ მისცა.

წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

«ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს,» – განაცხადა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ქუთაისში გამართულ ერთერთ აქციაზე.

მას შემდეგ ამ საკითხზე არავითარი სიახლე არ გაჟღერებულა. თემა მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში, თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოულოდნელი გააქტიურა.

"შეაფასეთ რა კეთდება, დაელოდეთ სექტემბერს, ეს არის ნაწილი იმ დიდი პროექტის. ეს არის სამეცნიერო ნაწილი, მეორე ნაწილი სექტემბერში გაიხსნება ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქი. ნახეთ რა პროექტი იქნება, მერე შეაფასეთ ქუთაისში, აი ამის აშენებას ვაპირებდი მე. მერე ჩაბრძანდით ბათუმში და ნახეთ ის სასაცილო შენობა, რამდენად ესადაგება ამ სახელს. ჯობდა არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურეს მათ და თავის დროზე ყურადღება მიექციათ. საუბედუროდ დღევანდნელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის საშუალება და იცით, რომ ძირითადად კერძო დაფინანსება მიდის. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. რა უქნა ნაციონალურმა მოძრაობამ მეცნიერებას, რეალურად გაანადგურეს, იმის შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ყურადღება დაეთმო მეცნიერებას და ეს გაგრძელდება. ახალი გუნდი ახალი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის ღირსება, რაც ჩვენს მეცნიერებას ჰქონდა",-ამბობს ივანიშვილი.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.


ნანახია: 2559-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა
ქუთაისის საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მსგავსი
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება

ამინდი