Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ფერების ფესტივალი' ქუთაისში და შეღებილი მოსახლეობა

თარიღი : 11-09-2016, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში "ფერების ფესტივალი" გაიმართა. ფესტივალზე მისულ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ერთმანეთის შესაღებად უსაფრთხო ფერადი საღებავი გამოეყენებინა. ფესტივალის ორგანიზატორის ლევან გოგიბერიძის თქმით, ღონისძიების მოლოდინმა გაამართლა.

“ფესტივალი არის ინდური წარმოშობის, სადაც მას სხვა დატვირთვა აქვს. საქართველოში ფესტივალს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ვაწყობთ. წელს ქუთაისში ვართ და ვფიქრობ, მოლოდინმა გაამართლა, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა,“-განაცხადა გოგიბერიძემ.

ფესტივალის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ქუთაისში მსგავსი ტიპის ღონისძიებების ხსირად გამართვას მიესალმებიან.

„კარგი იქნება თუ ეს ფესტივალი კიდევ ბევრჯერ გაიმართება. კარგი განწყობის შექმნას მუსიკაც ხელს უწყობს. ასეთი ფესტივალები ქალაქს ძალიან სჭირდება და მისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს".

ცნობისთვის, ფერების ფესტივალი პირველად თბილისში 2012 წელს გაიმართა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2600-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'შემოქმედ ქალთა ფესტივალი' პირველად 2015 წელს გაიმართა და მასში ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.
ფესტივალი სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით თამაშებს, სპორტულ აქტიობებს, ფერების ფესტივალს და ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს.
ფესტივალი რეგიონებში ბავშვების წასახალისებლად ტარდება.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იმართება.

ამინდი