Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ განვაწყოთ ტვინი ბედნიერებისკენ?

თარიღი : 11-09-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
თურმე, იმისათვის რომ ტვინი ბედნიერებისკენ განვაწყოთ, ცხოვრებით ტკბობა და ყველა დღით გახარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, მადლიერების გრძნობა უნდა განვავითაროთ!
One Month-ის თანადამფუძნებელი კრის კასტილონი ყოველ საღამოს ძილის წინ იწერს (ინიშნავს) სამ რამეს, რომელთა გამოც იმ დღის მადლიერია. ზოგიერთ დღეს ის იმდენად წარმატებულია, რომ სამზე მეტი ჩანიშვნის გაკეთება უხდება. თუმცა, ყველაზე ხშირად მის ჩანაწერებში "პატარ-პატარა სიხარულებია". მაგალითად, ჭიქა ყავაზე მეგობრებთან გატარებული საღამო, დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან საუბარი ან კიდევ ახალი ცოდნა, რჩევა კოლეგებისგან მიღებულ-გაზიარებული. მოკლედ, კრის კასტილონს მიაჩნია, რომ აღნიშვნა და
ზეიმი მცირე გამარჯვებებსაც კი სჭირდება. ამ პოზიტიური მოგონებების ჩაწერით ის გრძნობს, რომ ტვინს ბედნიერებისკენ განაწყობს.

ნუ გაიკვირვებთ - გამოკვლევები ადასტურებს, რომ მადლიერების წიგნაკსა და ბედნიერების განცდის მატებას (25 %-ით იზრდება) შორის პირდაპირი კავშირია. ამ საოცარი მეთოდის სხვა "ბონუსებიდან" კი აღსანიშნავია ძილის გაუმჯობესება და ამაღლებული განწყობილება. ასე რომ, მიბაძეთ კრის კასტილონს! ეს არცთუ ისე ძნელია. სცადეთ და დაიწყეთ ყოველი დღის სამი მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენის დაფიქსირება-ჩანიშვნა. განავითარეთ მადლიერების გრძნობა, იყავით მადლიერი ცხოვრების ყველა დღის! ასე ცხოვრების მშვენიერებასაც უკეთ შეიგრძნობთ და რაც მთავარია, ტვინი მუდმივად ბედნიერების განცდისაკენ გექნებათ მიმართული!

mkurnali.ge


ნანახია: 1671-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძილის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს.
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან

ამინდი