Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ალასანია ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატად ადგილობრივ მეწარმეს წარადგენს

თარიღი : 11-09-2016, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ჭიათურის მოსახლეობას შეხვდება. ღონისძიება 12 სექტემბერს, 16:00 საათზე, ჭიათურაში, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ირაკლი ალასანია ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს წარუდგენს და ადგილობრივებს იმ ინიციატივებს გააცნობს, რის განხორციელებასაც პარტია საპარლამენტო არჩვნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატის ბიოგრაფიას, თეიმურაზ გაფრინდაშვილი დაიბადა 1964 წლის 23 აპრილს ჭიათურაში. დაასრულა ჭიათურის მესამე საშუალო სკოლა. პროფესიით არის ინჟინერ-ეკონომისტი. წარმატებულმა მეწარმემ და ქველმოქმედმა კარიერა ჭიათურის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში რიგითი ეკონომისტის თანამდებობიდან დაიწყო, ხოლო შემდეგ უფროსი ეკონომისტის პოზიციაზე გადაინაცვლა. ავტოსატრანსპორტო გაერთიანების გაუქმების შემდეგ, 1991 წლიდან მუშაობა ჭიათურის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოში ჯერ საგეგმო განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ამავე განყოფილების უფროსად განაგრძო.

1998 წლიდან ჭიათურაში ხელმძღვანელობს რამდენიმე საწარმოს. სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წლის საუკეთესო მეწარმისა და წლის ქველმოქმედის წოდება. გარდა ამისა, მიღებული აქვს მადლობის წერილები ჭიათურაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციიდან მათთვის პრობლემური საკითხების მოწესრიგებაში შეტანილი წვლილისათვის. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ჭიათურაში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიების დაფინანსებაში.

იყო ჭიათურის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი 2006-2014 წლებში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ირაკლი ალასანიასთან კონსულტაციების შემდეგ, ჭიათურაში დააფუძნა „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის პროცესში.


ნანახია: 1774-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
ალასანია მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის გაცნობას და ქუჩაში მოქალაქეებთან შეხვედრას გეგმავს
ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო
თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში 'ქართული ოცნების' კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჭიათურის მოსახლეობა მაჟორიტარს მხოლოდ სახელით და გვარით არ უნდა იცნობდეს.
მეცამეტე რაიონებად წოდებული უბნები ჭიათურაში. დასახლებები, სადაც არ არის გზა, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და

ამინდი