Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცოტნე ზურაბიანის გეგმა წყალტუბოს პოპულარიზაციისათვის

თარიღი : 10-09-2016, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ცოტნე ზურაბიანმა შეაფასა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი და 10 დღიანი ღონისძიებების ციკლი დაანონსა.

ცოტნე ზურაბიანის თქმით, ღონისძიებების მთავარი მიზანი არის წყალტუბოს, როგორც ტურისტული და ბალნეოლოგიური ცენტრის პოტენციალის ჩვენება საზოგადოების ფართო სპექტრისთვის. ასევე, მისი წარმოჩენა, როგორც ბიზნეს საქმიანობის ხელშემწყობი გარემო.

„დღეიდან ვიწყებ ათ დღიან ღონისძიებების ციკლს წყალტუბოს ტურისტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციისთვის. მაქსიმალურად გვექნება წარმოჩენილი წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის პოტენციალი. ჩატარდება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესთან და მეწარმეებთან შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი - თითოეულ შეხვედრაზე წარმოჩენილი იქნება წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი და საუბარი იქნება თუ რატომ არის წყალტუბო კარგი ადგილი ინვესტიციის ჩადებისთვის. თითოეული დღე წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

მისივე თქმით, წყალტუბოში ასევე გაკეთდა ახალგაზრდული სივრცე-დაწესებულება მოემსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს ჩაატაროს სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრები/ტრენინგები; კეთდება „ვირტუალური ტური წყალტუბოში“, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს კურორტის პოტენციალს. იწყება კამპანია წყალტუბო „მწვანე ქალაქი“, რომლის მიზანია ეკოლოგიური განათლების კუთხით ხელი შეეწყოს გარემოს დაცვასა და ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნული ღონისძიებების ციკლი, რომელიც ათი დღის განმავლობაში ჩატარდება, წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად მოსახლეობასთან პირველი ეტაპის შეხვედრების შემდეგ შემუშავდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა და 20 სექტემბრიდან დაიწყება მეორე ეტაპი.

NS


ნანახია: 1745-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზურაბიანი მოსახლეობასთან შეხვედრების პირველ ეტაპს შეაფასებს და 10 დღიან ღონისძიებათა ციკლს დაანონსებს.
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატი ფარცხანაყანევში
'ქართული ოცნების' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაჯამა.
'ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში მაღალი დონის
ზურაბიანის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმია.