Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი ბობოხიძე: 8 ოქტომბრის შემდეგ 'ოცნება' უნდა დასრულდეს

თარიღი : 10-09-2016, 00:00 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს 48-ე ოლქში აკაკი ბობოხიძეს

რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას?


მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში სულ მაჟორიტარი ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში და გარდა ამისა, ბუნებრივია, ვცდილობ გაცილებით მეტი სარგებელი მოვუტანო საკუთარ პარტიას, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი მოიგებს მაჟორიტარულ ოლქს, მით უფრო მეტი წარმომადგენელი გვეყოლება პარლამენტში, რაც ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი საქმიანობა ძირითადად ქუთაისთანაა კავშირში, აქ მქონდა პირველი სამსახური, გუბერნატორიც ვიყავი. ვფიქრობ, რომ პრობლემებს კარგად ვიცნობ, თუმცა მთავარი ის კი არ არის რამდენად კარგად ვიცნობ ქუთაისის პრობლემატიკას, მთავარია რას გავაკეთებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჯერჯერობით, სამწუხაროდ ქუთაისი მარტოა ამ პრობლემების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარდა ქუთაისის პრობლემებს კიდევ ბევრი ვინმე იცნობს, ძალიან ცოტას აკეთებენ მათ მოსაგვარებლად.

რამდენად თანაბარია საარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის?

ბუნებრივია, რომ გარემო თანაბარი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის აქვს სახელისუფლებო რესურსი, მას ყოველთვის აქვს და ექნება უფრო მეტი ფინანსური რესურსი. აქედნა გამომდინარე, ბუნებრივია თანაბარი ვერ იქნება. არ ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო რესურსი კმარა მხოლოდ გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, რომ ქუთაისელებს უკვე მიღებული აქვთ სწორი გადაწყვეტილება. 8 ოქტომბრის მერე ოცნება უნდა დასრულდეს!

რას მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქალაქს?
ჩვენ ვთავაზობთ ისევ იმ იდეას, რომელიც 2008 წელს გაჟღერდა. ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო დედაქალაქი. ამ ქალაქმა ფუნქცია დაკარგა და ვერანაირი სხვა ფუნქცია ამ ქალაქს ვერ მოეძებნა გარდა იმისა, რომ ის იყოს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო დედაქალი ოღონდ იმ ფორმით არა, რა ფორმითაც დღესაა წარმოდგენილი- პარლამენტი არის მხოლოდ ერთი შენობა და ორ კვირაში ერთხელ სხდომებზე ჩამოსული და აქედან გაქცეული პარლამენტის წევრები, ქუთაისი უნდა იყოს ნამდვილი საპარლამენტო ქალაქი!

რა არის თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქუთაისი-საპარლამენტო დედაქალაქი, რაც თავის მხრივ მოიცავს ყველა იმ პრობლემაზე ფიქრს, რა პრობლემებიც ქალაქს აქვს. შეუძლებელია პოლიტიკურ დედაქალად იფუნქციონიროს იმ ქალაქმა, რომელსაც ასეთი დიდი პრობლემები აქვს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, 49-ე ოლქში, გიორგი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".

ამინდი