Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა-რა ხდება არჩევნებამდე?

თარიღი : 9-09-2016, 23:34 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. 9 სექტემბერს ორგანიზაციამ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში კოდექსით დადგენილი განსაკუთრებული საარჩევნო რეჟიმი ამოქმედდა, მათ შორის, საბიუჯეტო ცვლილებების და დაუგეგმავი სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდის აკრძალვა, სპეციალური მედია რეგულაციების ამოქმედება, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება საოლქო კომისიების მიერ და სხვა. ამავე პერიოდში დასრულდა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. პროპორციული სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 6 საარჩევნო ბლოკი და 24 პარტია.

შესამჩნევად გააქტიურდა წინასაარჩევნო კამპანია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ანგარიშში მოყვანილ სამ ფაქტთან დაკავშირებით იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. კამპანიისთვის ხელის შეშლასთან ერთად გამოვლინდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევებიც, რაც საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები, რასაც კამპანიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ადგილი არ ქონია. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7, სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი.


ნანახია: 1647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული
საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის
საარჩევნო პერიოდში დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების დაბალი აქტიურობა და სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბლოგი.

ამინდი