ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება
თარიღი : 9-09-2016, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მუხრანის ტყეში, რიონჰესის დასახლებაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას, რომელიც 12 სექტემბერს, 10:30 საათზეა ჩანიშნული, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრებიან.
ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ «ქართუ ჯგუფში» განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.