Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის ყოფილი გამგებელი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თარიღი : 9-09-2016, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის ყოფილი გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდა, სასამრთლო დარბაზიდან 230 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შორენა გუნცაძემ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მას 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე 2015 წლის 26 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ეხება, რომელიც სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა’’ ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა.


ნანახია: 3548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე ბაღდათის
როგორც წერეთელმა topnews.com.ge-ს განუცხადა, რომ მისის დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც ქუთაისიდან თბილისში, ე.წ. მოდულის შენობაში
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
'მედიატორი'მას თანხების გაფლანგვაში დებდა ბრალს.
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე აცხადებს, რომ კადრების ოპტიმიზაცია და შტატების შემცირება მომავალშიც მოუწევთ.

ამინდი