Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 500 მილიონი ევროს ღირებულების ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა იწყება

თარიღი : 8-09-2016, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ «ქართუ ჯგუფში» განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისში უახლოეს მომავალში მოეწყობა. თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. დეტალებზე არ საუბრობენ ქუთაისის მერიაშიც, მაგრამ, აცხადებენ, რომ პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ 1 კვირაში გაიმართება.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად ითხოვდა და ამ მიზნით თვეების განმავლობაში სხვადასხვა აქციებსაც აწყობდა.
მათ საინიციატივო ჯგუფი «ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს» შექმნეს, რომელიც მუდმივად შეახსენებდა მმართველ ძალას იმ დაპირებას, რომელიც მან საზოგადოებას 2012 წლის არჩევნების წინ მისცა.

წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

«ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს,» – განაცხადა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ქუთაისში გამართულ ერთერთ აქციაზე.

მას შემდეგ ამ საკითხზე არავითარი სიახლე არ გაჟღერებულა. თემა მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში, თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოულოდნელი გააქტიურა.

"შეაფასეთ რა კეთდება, დაელოდეთ სექტემბერს, ეს არის ნაწილი იმ დიდი პროექტის. ეს არის სამეცნიერო ნაწილი, მეორე ნაწილი სექტემბერში გაიხსნება ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქი. ნახეთ რა პროექტი იქნება, მერე შეაფასეთ ქუთაისში, აი ამის აშენებას ვაპირებდი მე. მერე ჩაბრძანდით ბათუმში და ნახეთ ის სასაცილო შენობა, რამდენად ესადაგება ამ სახელს. ჯობდა არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურეს მათ და თავის დროზე ყურადღება მიექციათ. საუბედუროდ დღევანდნელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის საშუალება და იცით, რომ ძირითადად კერძო დაფინანსება მიდის. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. რა უქნა ნაციონალურმა მოძრაობამ მეცნიერებას, რეალურად გაანადგურეს, იმის შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ყურადღება დაეთმო მეცნიერებას და ეს გაგრძელდება. ახალი გუნდი ახალი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის ღირსება, რაც ჩვენს მეცნიერებას ჰქონდა",-ამბობს ივანიშვილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქუთაისთან ახლოს არის უნიკალური ტყე, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდებოდა.

"ქუთაისთან ახლოს, უნიკალური ადგილია ტყეში. ცოტა დატბორილია ის ადგილი და გეოლოგები იკვლევენ. 200 ათასი ტონაა ნალექია გამოსატანი და გრუნტიც შესავსები. მეუბნებიან, როგორ ვქნათო და მე ვპასუხობ, რომ აუცილებლად იქ უნდა გაკეთდეს. ისევე, როგორც საზღვარგარეთ არის ტენდენცია, რომ ქალაქგარეთ იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. სამუშაოები საკმაო ხარჯიანი იქნება, ამის გამო ჩემს თანხმობას ითხოვდნენ და მე გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო კომპლექსი არ იქნება ვინმეს საკუთრება.

"ეს იქნება სახელმწიფო სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი დიღომში და მიიღებს დაფინანსებას. «ქართუ» არ იქნება კერძო მესაკუთრე, იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი", – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

საინიციატივო ჯგუფი "ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს" წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პირობას შეასრულებს და უნივერსიტეტის მშენებლობას მიმდინარე თვეში დაიწყებს.

"აქამდე რომ არ დაიწყო, მისი გარემოცვის პასიურობით უფრო ვხსნი რადგან ამ ხნის მანძილზე, რომ გაეხსენებინათ ქუთაისისთვის მიცემული დაპირება, მშენებლობა აქამდეც დაიწყებოდა,"-აცხადებს ფხაკაძე.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.


ნანახია: 4401-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალური გეგმა უკვე არსებობს ქუთაისის მერიაში.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედიასაშუალებებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება