Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წერეთლის უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

თარიღი : 16-11-2013, 21:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ,,სტუდენტური დღეები 2013“ კონცერტით დასრულდა.
"სტუდენტური დღეების" ფარგლებში, რომელიც 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, სტუდენტებმა სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
"სტუდენტური დღეების" დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებული მონაწილეები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. კერძოდ, სპორტული ღონისძიების გამარჯვებულთათვის სიმბოლურად თასები და მედლები, ინტელექტუალურისათვის-წიგნები და მაისურები, ხოლო კულტურულისათვის- საათები და პლანშეტები იყო განსაზღვრული. "სტუდენტური დღეების" გამარჯვებული სტუდენტებისათვის პრიზების გადაცემის შემდეგ, საღამო ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტით გაგრძელდა.
,,კმაყოფილი ვარ სტუდენტების ინტერესითა და აქტიურობით.3000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული ამ სანახაობრივ და ორგანიზებულ ღონისძიებებში,რაც საკმაოდ მაღალ დონეზე შედგა.ყველა მათგანს ვუსურვებ წარმატებას,“- ამბობს სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ირაკლი ჯიშკარიანი.

თიკა გურგენიძე


ნანახია: 2634-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარე ,,სტუდენტური დღეები 2013''
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, „სტუდენტური დღეები - 2013“ დაიწყო.
სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამოების, ფოტოკონკურსის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენის, კულინარიული შეჯიბრისა
„სტუდენტური დღეების“ ეგიდით ჩატარებული სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და
სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა 24 ოქტომბრიდან შეეძლებათ
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში დაახლოებით 50-ზე მეტი გოგონა მონაწილეობდა.

ამინდი