იმიტირებული საარჩევნო უბანი ცენტრალურ ბაღში
თარიღი : 7-09-2016, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ იმიტირებული საარჩევნო უბანი ქუთაისში მოაწყო.
საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის სრული პროცედურა გაიარა.
დემოკრატიის სააგენტო საქართველოს გენერალური დირექტორის ნინო ხუბუას თქმით, იმიტირებული საარჩევნო უბნები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს პროექტს "იცოდე მეტი არჩევნების შესახებ", რომელიც დაფინანსებულია საარჩევნო სისტემის რეფორმების განვითარებისა და სწავლების ცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში, აღებული გვქონდა ვალდებულება სიმულაციები ჩაგვეტარებინა იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტში. დღეს არის რიგით მე-6 სიმულაცია ქუთაისში,"-განაცხადა ხუბუამ.
სიმულაციურ საარჩევნო უბანზე მოსახლეობასთან ერთად საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები დაარიგეს.