Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყანა ვმართოთ ხალხთან ერთად"

თარიღი : 7-09-2016, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ ინტერვიუს მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატ ზვიად ბაღდავაძესთან ბლოკიდან პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის.


-ბატონო ზვიად, რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას? 

- გადაწყვეტილება მივიღე მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგად ვიცნობ ქუთაისს, აქ დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ და მინდა გავხადოთ უკეთესი ქალაქი.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის? 

ვფიქრობ, არათანაბარ გარემოში ვიმყოფებით, სახელისუფლებო კანდიდატებს შეუძლიათ აგიტაცია სკოლებში, ბაღებში, იქ სადაც სხვებს ეკრძალება საუბარი პოლიტიკაზე.

-გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქუთაისს?  

- მე ვიზრუნებ თითოეული ჩემი ამომრჩევლისთვის, მთელ ჩემ ცოდნასა და ენერგიას მოვახმარ მათ კეთილდღეობას. ხალხთან ერთად ვიქნები ყველაზე მკაცრი კონტროლი ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის.

-რა წარმოადგენს თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს? 

- ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყანა ვმართოთ ხალხთან ერთად. თითოეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინოთ პროექტების შედგენისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2034-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას

ამინდი