Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სემეკის თავმჯდომარის წინააღმდეგ პროკურატურას 102 მოწმე ჰყავს

თარიღი : 20-08-2013, 11:07 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სემეკის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის საქმის განხილვა უკვე 8 თვეა მიმდინარეობს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქუთაისის ჩაბნელებას ედავება. გურამ ჩალაგაშვილის ადვოკატის თემურ მესხის განცხადებით, საქმის გაჭიანურება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გამოძიებას ჩალაგაშვილის წინააღმდეგ 102 მოწმე ჰყავს. აქედან ამ დროისათვის სასამართლო პროცესზე 22 მოწმე დაიკითხა. „იმედია პროკურორი მოხსნის მოწმეებს, თორემ ეს ყველაფერი უკვე აბსურდის თეატრს დაემსგავსა. რა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. როდესაც ჩალგაშვილმა შუქის გამორთვაზე დარეკა, მან ეს არა როგორც სემეკის თავმჯდომარემ, არამედ როგორც მოქალაქემ გააკეთა. ამისათვის შეიძლებოდა უბრალოდ წვრილმანი ხულიგნობის კვალიფიკაცია და 100 ლარიანი ჯარიმა მიეცათ, თუმცა იმდენად დიდია პოლიტიკური დაინტერესება ამ საქმის მიმართ, ეს ყველაფერი უვკე აბსურდიაა,“ - ამბობს თემურ მესხი. შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ქუთაისის მახლობლად მდებარე რესტორანში ქეიფობდა, რა დროსაც მან შუქის გამორთვის ბრძენება გასცა. აღნიშნული ჩალაგაშვილმა სასამართლო პროცესზე იმით ახსნა, რომ რესტორანსა და იქ მყოფ პირებს საფრთხე ემუქრებოდათ.


ნანახია: 2252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩალაგაშვილის ადვოკატის თემურ მესხის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ვერ დაუმტკიცა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩატარდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი,ჟურნალისტებთან, მის 6
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს
ცამციშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით 1–ელ ნოემბერს განახლდება.
ახალი კანონის მიხედვით, სემეკის თავმჯდომარეს ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი დანიშნავს, მანამდე კი თავმჯდომარის ადგილს

ამინდი