Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მურღულია თვლის რომ არის ბატონი და განაგებს ქალაქში მიმდინარე ყველა ფინანსურ ნაკადს"

თარიღი : 6-09-2016, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისათვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გია გოქაძე აცხადებს, მემორიალის გადატანის მთავარი მიზეზი ქალაქის მერის შოთა მურღულიას ბიზნეს ინტერესებია.

,,მურღულია თვლის, რომ არის ბატონი და განაგებს ქალაქში მიმდინარე ყველა ფინანსურ ნაკადს. ქალაქის მერი საკრებულოსა და გუბერნატორზე მაღლა დგას. გუბერნატორი ჰყავს თუ არა ქალაქს არ ვიცი, თუმცა ვიცი ის, რომ ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის სამამდე კარგად აგნებს გზას,"-ამბობს გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მემორიალის გადატანის გადაწყვეტილებას ქალაქის მერი რესტორნის არსებობის აბსურდული მიზეზით ამართლებს. მისივე თქმით, მერიას გააჩნია ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური და  განყოფილების წარმომადგენლებს შეეძლოთ დაეჯარიმებინათ რესტორნის მფლობელი მაგიდების მემორიალთან განთავსებისათვის.

იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მერი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და ქალაქის საკრებულოც არ შეეწინააღმდეგება "ევროპა ჩვენი სახლია" არასამთავრობოებთან მოლაპარაკებას გეგმავს.  

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მემორიალური ძეგლის გადატანა ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე გადაწყდა. მისი განთავსების სავარაუდო ადგილად კი ცენტრალური ბაღი განიხილეს.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1785-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს რიგით 25-ე სხდომაზე დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალური ძეგლის გადატანის შესახებ იმსჯელეს.
ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
აღნიშნულ საკითხზე ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა გარკვეული პოლიტიკური პირების ინტერესებში შედის.
ქუთაისის მერიასა და მერიის საკონკურსო კომისიას ადგილობრივ ხელისუფლებაში კადრების ნეპოტიზმის საფუძველზე მიღებაში ადანაშაულებენ.
"ევროპა ჩვენი სახლია" ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მიმართავს.

ამინდი