Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წიგნის ბაზრის შესწავლის მიზნით ქუთაისში კვლევა ჩატარდა

თარიღი : 6-09-2016, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, ანონსი   
topnews.com.ge
7 სექტემბერს, 15 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, გვანცა ჯობავასთან ერთად ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზი ჩოგოვაძე, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები და გამომცემლები დაესწრებიან.

კვლევა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანიზაციამ „ეისითი-კვლევა“-მ ჩაატარა. ეს პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ. 2013-2015 წლებში წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრული შესწავლის მიზნით გამოკითხულ იქნა როგორც გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ასევე ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და მკითხველი. მასში მონაწილეობა მიიღო 34 გამომცემელმა, 700 მკითხველმა. კვლევის არეალი მოიცავდა ქვეყნის დიდ ქალაქებს - თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და თელავს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გამოკითხული ქალაქების შესაბამისი ფოკუს ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული წიგნის ბაზარზე არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისის შემდეგ ბათუმში გაიმართება. აღნიშნული პრეზენტაციები იქნება საუკეთესო საშუალება ცენტრის საქმიანობის შესახებ რეგიონების წიგნის სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებისა და ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში მათი ჩართვისთვის.

კვლევის მიზანია წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და არსებული პრობლემების დადგენა, ანალიზის საფუძველზე კი კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის.


ნანახია: 1822-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
'80 წლის გადასახედიდან', -ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ქუთაისის სპორტული ცხოვრების მემატიანის, ზურაბ ჯავახაძის 80 წლის იუბილეს
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გიორგი კეკელიძის ინიციატივით "წიგნის ბუდე" შეიქმნა.
ჭიათურის გარდა ორიგინალური სათავსოები ქვეყნის 7 ქალაქში მოეწყო.
კონკურში მონაწილეობას ქუთაისში არსებული სკოლების მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 5 წევრისგან შემდგარი

ამინდი