ხარაგაულში ინფრასტრუქტურული სამუშოებისთვის 3 მილიონ 300 ათასი ლარია გამოყოფილი
თარიღი : 16-11-2013, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშოები დაათვალიერა. სამინისტროს ცნობით, წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების, კინოთეატრის, ხიდის, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სახლების გადახურვა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაფინანსდა, რისთვისაც 3 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო.
მურღულიას თქმით, წელს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გასამმაგებულია, რაც ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული სამუშოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს 3 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო. შედარებისთვის, შარშან ეს ციფრი მხოლოდ 1 მილიონ 60 ათას ლარს შეადგენდა. დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დაფინანსება, შესაბამისად, გაცილებით მეტი პროექტიც ხორიციელდება. ყველა სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს,“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსების ფარგლებში ოთხ სოფელში ახალი საბავშვო ბაღი შენდება, თანხები გამოყოფილია კინოთეატრის რეაბილიტაციისთვის, გადაიხურება მრავალბინიანი სახლები, ექვს სოფელში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, შენდება ერთი ხიდი და ხარაგაულის შიდამუნიციპალურ გზებს რეაბილიტაცია უტარდება.
რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს ათი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.