Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აბსოლუტურად დაუცველები ვართ',-კრიმინალური ავტორიტეტის გამო ფოთში ოჯახმა საკუთარი სახლი დატოვა

თარიღი : 6-09-2016, 10:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
დაახლოებით ერთი წელია, რაც ლ.ფ. თავის ოჯახთან ერთად ფოთიდან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად გახიზნულია და საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება არ ეძლევა. მიზეზი, რის გამოც ოჯახი საკუთარ სახლში ცხოვრებას ვერ ახერხებს, ამნისტირებული, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გ.ხ.-ია. ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ალანია კი, რომლის დროსაც საქმეზე გამოძიება დაიწყო, ამჟამად ძებნილია.

ოჯახის მძიმე ისტორიის შესახებ ნ.ფ.-ს დედამთილი ი.ხ. საუბრობს.

"ეს მძიმე ისტორია წლების წინ დაიწყო. ჩვენს მეზობლად, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა გ.ხ. ერთ დღეს გ.ხ.-მ მის თანამზრახველთან ერთად, ნიღბებით სცადა ჩემი ოჯახის დაყაჩაღება. სახლში მე, ჩემი მცირეწლოვანი შვილები და მოხუცი დედა ვიყავით. წინააღმდეგობა გავუწიე ყაჩაღებს და შევეცადე მათთვის ნიღაბი ჩამომეხსნა. ამ დროს მეზობლები მოვიდნენ ჩემს დასახმარებლად. აღმოჩნდა, რომ ყაჩაღებიდან ერთ-ერთი ჩემი მეზობელი გ.ხ. იყო. ამ ამბებიდან ის რამდენიმე წელი არ ჩანდა. სამართალდამცავ ორგნოებს მაშინვე მივმართე, მაგრამ აღნიშნულს არავითარი რეაგირება მოყოლია. გავიდა გარკვეული პერიოდი. მე მცირე ბიზნესი მქონდა. ერთ დღეს, როდესაც დავბრუნდი სახლში, ვნახე, რომ თურქეთიდან გასაყიდად ჩამოტანილი ჩემი ნივთების დიდი ნაწილი წაღებული იყო, ხოლო ის, რისი წაღებაც ვერ მოასწრო დამნაშავემ, განადგურებული დამხვდა. ისევ ჩემი ძალებით გავედი კვალს. გ.ხ.-ს რძალმა აღიარა, რომ მისი მაზლის დავალებით მოქმედებდა. მე მაშინვე მივმართე შსს-ს და ეს ბიჭი გრკვეული პერიოდი ისევ არ ჩანდა. როგორც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, გ.ხ. თბილისში დააკავეს რამდენიმე ბინის ქურდობით, ჩემს ფაქტზე კი ისევ დაუსჯელი დარჩა. გავიდა წლები, ჩემი შვილი გაიზარდა. 2012 წლის ამნისტიის შემდეგ, ამნისტირებულთა შორის ჩემი მეზობელიც მოხვდა. დაბრუნდა სახლში და პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ მივიდა ჩემს შვილთან, ბოდიში მოუხადა იმ ყველაფრის გამო, რაც წლების წინ გაუკეთა ჩვენს ოჯახს და პატიებაც სთხოვა. ბიჭები შერიგდნენ და ჩემი შვილი მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის, როგორც ციხიდან ახალი გამოსულისა და მეზობლისათვის, ხელი შეეწყო. ეს გარეწარი სარგებლობდა ამ მდგომარეობით. ჩემი შვილი სხვა ქალაქში მუშაობდა და როგორც კი წავიდოდა სახლიდან, გ.ხ. ჩემი რძლისგან იწყებდა გამოძალვებს. იყო საშინელი მუქარები, შანტაჟები. იყო ძალიან მძიმე მუქარა ჩემი მცირეწლოვანი შვილიშვილების მისამართით. ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვე. ამის გამო ჩემმა რძალმა რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი სცადა. გ.ხ.-მ და მისმა თანამზრახველმა გ.ლ.-მ ჩემი დახლიდან დიდი რაოდენობით ოქრო გაიტანეს. იმისთვის, რომ კვალი დაეფარათ, ბოლოს ჩემი შვილის მოკვლაც კი განიზრახეს, თუმცა უფლის წყალობით, ჩემი შვილი გადარჩა და გარეწრებმა ეს მიზანი სისრულეში ვერ მოიყვანეს. თითქმის ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით, რომ დასჯილიყვნენ დამნაშავეები. არსებობდა საქმეში უამრავი მტკიცებულება, მაგრამ ალანიას დროინდელ პოლიციას თავისი გაჭირვებოდა და ჩემს საქმეს როგორ მიხედავდნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში გ.ხ. თარეშობდა. იძახდა, რომ ყველგან გაიასნებული ჰქონდა, თუმცა ამის თქმა საჭირო არ იყო, ისედაც ყველაფერი გასაგები იყო. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფოთში პოლიციის ახალი უფროსი და პროკურორი დაინიშნენ. ჩვენ პირადად შევხვდით მათ და მოვუყეით ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ. მივიღეთ გარანტიები. მართალია, ჩვენ დღეს არ დავბრუნებულვართ ფოთში, მაგრამ ამ კრიმინალების პასუხისმგებლბოს საკითხი დადგა. როგორც ჩემთვის ცნობილია, გ.ლ. არის დაკავებული, ხოლო გ.ხ. ძებნილია, თუმცა ჩემი ოჯახი ისევ საშიშროების წინაშე დგას და აბსოლუტურად დაუცველები ვართ," - ამბობს ი. ხ.

"ეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესი ისტორია. წლების მანძილზე რაღაც ავადმყოფურად ჰყავს ამოკვიატებული ეს ოჯახი გ.ხ.-ს. ამნისტირებულმა და პატივდადებულმა ყველაზე მარტივ გზას მიაგნო და იქვე, რამდენიმე სართულით ქვემოთ შეარჩია მსხვერპლი. ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდნენ, რომელთაც დღემდე სტრესული მდგომარეობა აქვთ. პროკურატურა და პოლიცია აქამდე თავიანთი პირადი პრობლემებით იყვნენ დაკავებული და ამ საკითხისთვის ვერ მოიცალეს. როგრც კი მოხდა მათი ცვლილება, მე შევხდი ფოთის პროკურორს გიორგი ლანჩავას. მან მომცა პირობა, რომ შეისწავლიდა ამ საქმეს და მაქსიმუმს გააკეთებდა დამნაშავეთა დასასჯელად. ამის შემდეგ მართლაც შეიცვალა სიტუაცია გ.ლ. მისცეს პასუხისგებაში, თუმცა გ.ხ. ისევ ძებნილია. ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონისა და საზოგადოების წინაშე," - ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს. მიმდინარე გამოძიების შედეგად კი ერთი პირი დაკავებულია, ხოლო მეორე ძებნაში იმყოფება.


ნანახია: 3846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამნისტირებული, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გენადი ხარბედია თავისუფალია.
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
საქმის გადახედვის მოთხოვნით აკაკი ქორიძე ციხეში რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, თუმცა მის აღნიშნულ ქმედებას რეაგირება არ
გიორგი გერგეშანიას ოჯახში მეზობელი გამთენიისას, ღია ფანჯრიდან კიბის საშუალებით შევიდა.
"თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ",-ამის შესახებ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამინდი