Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სულხან-საბას ქუჩაზე სკოლასთან მისასვლელი გზაც კი არ არის მოწესრიგებული"

თარიღი : 5-09-2016, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა და ამორტიზებული გზის საფარის არსებობა გააპროტესტა.

როგორც ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე  აღნიშნავს, აღნიშნულ ქუჩაზე გზა მარტის თვის შემდგომ ამორტიზებულია. 

„მარტში წყალკანალიდან წყლის მილების გამოსაცვლელად მოვიდნენ, რის შემდეგაც  გზები აყარეს და ამ მდგომარეობაში დატოვეს. სულხან-საბას ქუჩაზე სკოლასთან მისასვლელი გზაც კი არ არის მოწესრიგებული. ამ ქუჩის მაცხოვრებელი ვარ  და ეს პრობლემა მეც მეხება, ამიტომ მოსახლეობასთან ერთად გავაპროტესტე გზის ეს მდგომარეობა,“-განაცხადა ბაღდავაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სულხან-საბას ქუჩაზე გზის აღდგენითი სამუშაოები წყლის მილების შემოწმების შემდეგ დაიწყება.

„ისევე, როგორც მთელ ქალაქში, სულხან საბაზეც მიმდინარეობს წყლის მილების შეცვლა. რამდენიმე დღეში მილებს შეამოწმებენ, რის შემდეგაც გზის საფარი პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. რა თქმა უნდა, წყლის მილების შეცვლა დისკომფორტთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს პრობლემა სულხან საბაზე უახლოეს დღეებში მოგვარდება,"-განაცხადეს მერიაში.

http://www.picz.ge/img/s2/1609/5/a/a0e060c6848d.jpg

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1710-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სულხან-საბას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, N29 საჯარო სკოლასთან მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ.
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარება სითხოვენ.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მაისის ბოლოს დაიწყო.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ქუჩა ორი კვირის წინ გადაითხარა და სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებისათვის ქუჩის გადათხრის მიზეზები

ამინდი